ენმ-ში შიდა პარტიული გადატრიალება ვანო მერაბიშვილის ხელით მოხდა - პაპუაშვილი

16.03.23 15:43
ენმ-ში შიდა პარტიული გადატრიალება ვანო მერაბიშვილის ხელით მოხდა - პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ენმ-ში შიდა პარტიული გადატრიალება ვანო მერაბიშვილის ხელით მოხდა და სწორედ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი აფინანსებს დღეს ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილის ყოველი გამოჩენა "ქართული ოცნებისთვის" კარგია, "ნაციონალური მოძრაობისთვის" კი ცუდი, თუმცა ის ასევე ამბობს, რომ ეს ერთგვარი გამოწვევაცაა. 

"გულაგების შემქნელი პარტია, პარტია რომელმაც არაფერი არ გააკეთა ამ ქვეყანაში ადამიანების ჩაგვრის გარდა, თუკი რამე ქვა-ქვაზე დადო, ესეც ადამიანების ჩაგვრის შედეგად გააკეთა. ამიტომ  თავისთავად ერთის მხრივ ეს არის ჩვენთვის სასარგებლო, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს არის გამოწვევა ჩვენი პოლიტიკური სისტემის. ამიტომაც ვამბობთ, რომ ნაციონალური მოძრაობის დასუსტება კარგია ქართული დემოკრატიისთვის.

ჩვენ ვნახეთ, როგორ მოხდა ნაციონალურ მოძრაობაში შიდა პარტიული გადატრიალება. ისინი თავად აღიარებენ, ყველა, რომ ვანო მერაბიშვილი აფინანსებს "ნაციონალურ მოძრაობას"", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.