ვანო მერაბიშვილს ვერავინ აუკრძალავს, ჰქონდეს საკუთარი აზრი - ფავლენიშვილი
ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი ირაკლი ფავლენიშვილი განმარტავს, რომ ვანო მერაბიშვილს პარტიასთან არანაირი კავშირი არ აქვს და და მისი თქმით, უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თავისი სუბიექტური პოზიცია დააფიქსირა.
მისი თქმით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვერავინ აუკრძალავს, რომ ჰქონდეს საკუთარი აზრი.
ფავლენიშვილი გადაჭრით ამბობს, რომ პარტიაში ჩატარებულ შიდა არჩევნებში, ვანო მერაბიშვილს არანაირი გავლენა არ ჰქონია.
ეს არის მისი სუბიექტური პოზიცია და მეორე, ის არ არის ქართულ, საჯარო პოლიტიკაში. ასე რომ "ნაციონალური მოძრაობაც" აკეთებს მსგავს განცხადებას. რა თქმა უნდა, ეს არის კონკრეტული ადამიანის, ყოფილ პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ, რომელსაც ვერავინ აუკრძალავს ჰქონდეს თავისი პირადი აზრები, ჰქონდეთ ინტერვიუები და საჯაროდ დააფიქსირონ საკუთარი აზრები. რაც შეეხება რუსულ ოცნებას, რუსული ოცნება ცდილობს, რომ საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენოს ყველაფერი და ამ ინტერვიუსაც თუ გამოიყენებს, ეს არ არის გასაკვირი. მას, როგორც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერს, უფლება ჰქონდა მხარი დაეჭირა ვისთვისაც მას ეგონა, რომ დაეჭირა მხარი", - ამბობს ფავლენიშვილი.
ცნობისთვის, ვანო მერაბიშვილმა უკრაინულ მედიასთან მიცემულ სკანდალურ ინტერვიუში ცეცხლი გაუხსნა ენმ-ს იმ ლიდერებს, რომლებიც ამ დრომდე პარტიაში რჩებიან. მან პირდაპირ თქვა, რომ პარტიაში ახლა მოვიდნენ პატრიოტი ლიდერები, რომლებიც რადიკალურად შეცვლიან ოპოზიციაში სურათს.
მერაბშვილმა ასევე თქვა, რომ ერთდაერთი სერიოზული პარტია "ნაციონალური მოძროაბაა" და ცვლილებების მოტანა მხოლოდ მათ შეუძლიათ.