საზიანოა, როდესაც ენმ ცდილობს მიითვისოს ფართო საზოგადოებრივი პროტესტი - ბოკერია მერაბიშვილის ინტერვიუზე

16.03.23 16:15
საზიანოა, როდესაც ენმ ცდილობს მიითვისოს ფართო საზოგადოებრივი პროტესტი - ბოკერია მერაბიშვილის ინტერვიუზე

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ვანო მერაბიშვილის სკანდალურ ინტერვიუს ეხმაურება და ამბობს, რომ საზიანოა, როდესაც ენმ ცდილობს მიითვისოს ფართო საზოგადოებრივი პროტესტი.

ბოკერიას თქმით, ბოლო დღეების საზოგადოებრივი პროტესტი არანაირ კავშირშია იმასთან, რომ ენმ-ს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. 

რბილად რომ ვთქვა, სიმართლე არ არის ის, რომ საზოგადოების გააქტიურება, ეს პროტესტი, რომელიც ამ დღეებში ვიხილეთ, რამე კავშირშია იმასთან, რომ ახალი თავმჯდომარე ჰყავს "ნაციონალურ მოძრაობას". ცუდია და საზიანოა ხოლმე, როდესაც ერთი რომელიმე პარტია, თუნდაც დიდი პარტია ცდილობს, მიითვისოს ფართო საზოგადოებრივი პროტესტი", - ამბობს ბოკერია.

მერაბიშვილმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ ერთდაერთი სერიოზული პარტია "ნაციონალური მოძროაბაა" და ცვლილებების მოტანა მხოლოდ მათ შეუძლიათ.

მან პირდაპირ თქვა, რომ პარტიაში ახლა მოვიდნენ პატრიოტი ლიდერები, რომლებიც რადიკალურად შეცვლიან ოპოზიციაში სურათს.