ბოლო 1 წელში რუსეთის 3297-მა მოქალაქემ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო

16.03.23 16:46
ბოლო 1 წელში რუსეთის 3297-მა მოქალაქემ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ბოლო 1 წელში რუსეთის  3297-მა მოქალაქემ და მხოლოდ 78-მა უკრაინელმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა.

ისუტიციის სამინისტრომ რუსეთის მოქალაქეების სახელზე 3375 საქართველოს მოქალაქის პასპორტი გასცა.

ეს სტატისტიკური ინფორმაცია უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეების შესახებ სადეპუტატო კითხვის ფორმატში "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ იუსტიციის სამინისტროდან გამოითხოვა.

მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 თებრვლამდე პერიოდს ასახავს.