თამარ კორძაია შესაძლოა, სახალხო დამცველის მადგილე გახდეს

16.03.23 17:08
თამარ კორძაია შესაძლოა, სახალხო დამცველის მადგილე გახდეს

თამარ კორძაია შესაძლოა, სახალხო დამცველის მადგილე გახდეს - "პირველების" ინფორმაციით, ახალი ომბუდსმენი ლევან იოსელიანი  კორძაიას მის გუნდში განიხილავს.

ლევან იოსელიანის მოქმედი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე კი თანამდებოების დასატოვებლად ემზადება.

კორძაია ერთ-ერთია იმ სამი ოპოზიციონერი დეპუტატიდან, რომელმაც ლევან იოსელიანის კანდიდატურას სახალხო დამცველის პოსტზე ხმა მისცა. 

თამარ კორძაია ამბობს, რომ მას იოსელიანისგან შეთავაზება არ მიუღია.

"თუ შემოთავაზება მექნება, გეტყვგით მერე" - უთხრა მან "პირველებს".