პოლონელი მედიკოსები გამოსაფრენად მზად არიან, მომზადებულია კერძო თვითმფრინავიც - გიული ალასანია
მიხეილ სააკაშვილი პოლონელი მედიკოსების მოლოდინში - მესამე პრეზიდენტის დედა ამბობს, რომ მედიკოსები გამოსაფრენად უკვე მზად არიან, მომზადებულია კერძო თვითმფრინავიც, რომლითაც ექიმებს პოლონეთიდან საქართველოში ჩამოიყვანენ, თუმცა გიული ალასანიასთვის კონკრეტული თარიღი უცნობია.
პოლონელი ექიმების ინიციატივა ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან მოგვეწონა. ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ. ველოდებოდი, რომ ეს (მედიკოსების ჩამოსვლა) ბავრად უფრო ადრე უნდა მომხდარიყო, თუმცა რატომღაც იგვიანებს. პოლონური მხარე მზად არის, ჩემი ინფორმაციით, თვითმფრინავი გამზადებულია, თუმცა მიზეზი რატომ ვერ ხერხდება მათი ჩემ შვილთან შეშვება უცნობია"- აცხადებს გიული ალასანია.