კოორდინირების გეგმა დაინიცირებულია და საზოგადოებას წარვუდგინეთ - "ლელო" მარგველაშვილის ახალ ინიციატივაზე
გიორგი მარგველაშვილის ახალმა ინიციატივამ ოპოზიციის კრიტიკა დაიმსახურა. პოლიტიკურ პარტიებიი მიაჩნიათ, რომ ახლა ვადამდელი არჩევნების დრო არ არის და მთავარი ამოცანაა, აიძლონ ხელისუფლება შესრულდეს 12 ევროპული რეკომენდაცია.
კოორდინირების საკუთარი გეგმა უკვე გააჩნია პარტია "ლელოს". მამუკა ხაზარაძის პარტიაში ამბობენ, რომ გაერთიანება მხოლოდ ევროპული დღის წესრიგის გარშემო განიხილება.
"როგორ წარმოგვიდგენია კოორდინირება, ეს არის ასახული სწორედ ჩვენს იდეაში, რომ შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო, რომელიც იქნება დაორგანიზებული საქართველოს ევროპული დღის წესრიგის გარშემო. ჩვენ ვართ ჩვენი ინიციატივის მომხრე, რომელიც დავაინიცირეთ რამდენიმე დღის წინ და "ლელო" ამ თემაზე მუშაობს. ამიტომ, ჩვენ ძალიხმევის გაერთიანებას მხარს ვუჭერთ და როგორ წარმოგვიდგენია ეს, ჩვენ უკვე საზოგადოებას გავაცანით", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" პროცესებს ვეღარ მართავს და ამიტომ მეოთხე პრეზიდენტს საჭიროდ მიაჩნია დაუყოვნებლივ შეიქმნას საერთო ოპოზიციური საბჭო.