პრეზიდენტო, გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმარი - " გვარამიას თავისუფლების მოძრაობას" მხატვრებიც უერთდებიან
ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას ხელოვანები უერთდებიან - მთავარი არხის დაპატიმრებული მენეჯერის შეწყალებას მოთხოვნას მხატვრებიც ითხოვენ.
კულტურის სფეროს წარმომადგენლები საგანგებოდ ამ დღისთვის სიმბოლურად, "მთავარი არხის" შენობასთან შეიკრიბნენ.
ხელოვანების მიმართვის მთავარი ადრესატი სალომე ზურაბიშვილი იყო. ისინი საქართველოს პრეზიდენტს ეუბნებოდნენ, რომ თუ ქვეყნის ევროპული მომავალი მართლაც ადარდებს, მაშინ გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღოს.