მოძველებულია - დეკანოიძე გიორგი მარგველაშვილის ახალ ინიციატივაზე
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ხატია დეკანოიძე მოძველებულს უწოდებს გიორგი მარგველაშვილის ახალ ინიციატივას.
დეკანოიძე ამბობს, რომ პროტესტის ფორმაცია, რომელიც ბოლო დღეებში წარმოიშვა, სწორედ ესაა სერიოზული ერთობა და არა ის, რისი იდეაც მეოთხე პრეზიდენტმა წამოაყენა.
საკორდინაციო საბჭოები და რაღაცა სახელის დარქმევა ცოტა ისეთი მოძველებული იდეაა. ჩვენ ვნახეთ პროტესტის ფორმაცია როგორ წარმოიშვა, ეს იყო ძალიან სერიოზული ერთობა, აკადემიკოსებისგან დაწყებული სპორტსმენებამდე დამთავრებული. ამიტომ ეს ფორმულა არის ერთობის ფორმულა. ეს არის იდეის გარშემო გაერთიანება. შესაძლებელია გაცილებით უფრო მეტი კოორდინაციის გაკეთება. შესაძლებელია, გაცილებით უფრო ფართო სამუშაო ფორმატები", - ამბობს დეკანოიძე.
გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" პროცესებს ვეღარ მართავს და ამიტომ მეოთხე პრეზიდენტს საჭიროდ მიაჩნია დაუყოვნებლივ შეიქმნას საერთო ოპოზიციური საბჭო.