რა შემთხვევაში დაუშვებენ სააკაშვილთან პოლონელ ექიმებს - რატი ბრეგაძის უწყების განცხადება
პოლონელი ექიმები სააკაშვილთან - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
რატი ბრეგაძის უწყებაში ამბობენ, რომ მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვის შესაძლებლობა სააკაშვილს 2022 წლის 29 ნოემბერს შესთავაზეს.
განცხადების მიხედვით, პენიტენციური სამსახური წინააღმდეგი არ არის, სააკაშვილს მკურნალობის პროცესში ის უცხოელი ექიმები ჩაერთონ, ვინც " საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წინაპირობებს" დააკმაყოფილებს:
საზოგადოების ინფორმირების მიზნით იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვის შესაძლებლობა მსჯავრდებულ სააკაშვილს სამინისტრომ 2022 წლის 29 ნოემბერს შესთავაზა. შეთავაზება გულისხმობს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, უშუალოდ მსჯავრდებულის ან მისი ოჯახის მიერ მოწვეულმა უცხოელმა ექიმმა, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წინაპირობებს, მიიღოს მონაწილეობა მის მკურნალობაში თბილისში, კლინიკა „ვივამედში“, სადაც ამჟამად მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება"- წერია განცხადებაში.