აღმოჩნდა თუ არა მერაბიშვილი ივანიშვილისთვის მაშველი რგოლი? - ყოფილი პრემიერი ისევ სკანდალის შუაგულშია
აღმოჩნდა თუ არა ვანო მერაბიშვილი ივანიშვილისთვის მაშველი რგოლი? - ყოფილი პრემიერი
"პოლიტიკური აღსარებებით" უკრაინულ მედიაში გამოჩნდა.
მერაბიშვილის სკანდალური ინტერვიუთი ხელისუფლების პროპაგანდისტულ მანქანას ახალი სუნთქვა გაეხსნა. "ოცნებაშიც" არ მალავენ, რომ მერაბიშვილი მათთვის "საჩუქარია". "ნაციონალურ მოძრაობაში" კი ახალმა დაპირისპირებამ იფეთქა.
"მერაბიშვილი შემოგზავნილია" - ეს უკვე მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერების ერთი ნაწილის პოზიციაა. მძიმე იყო შეფასებები სხვა ოპოზიციური პარტიებიდანაც.
მორიგი სკანდალური ინტერვიუს შემდეგ კი უკვე "ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარეც გამიჯნა ექსპრემიერის განცხადებებს.
მერაბიშვილი პარტიის ყოფილ მენეჯმენტს აქციების დაშლაში და უკრაინასთან დაკავშირებით უმოქმედობაში ადანაშაულებს და ახალ აქციებს აანონსებს ახალი ლიდერების დახმარებით.
ლევან ხაბეიშვილს დღეს არაერთხელ მოუწია იმის გამეორება, რომ ეს მერაბიშვილის სუბიექტური აზრია და არა პარტიის.
ახალი დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში"- ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში