რეიტინგებით მანიპულირება და ხალხის შეცდომაში შეყვანა - ღარიბაშვილი ტყუილშია მხილებული

16.03.23 20:18
რეიტინგებით მანიპულირება  და ხალხის შეცდომაში შეყვანა - ღარიბაშვილი ტყუილშია მხილებული

ირაკლი ღარიბაშვილი დიდ ტყუილშია  მხილებული - საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები პირდაპირ ამბობენ, რომ ხელისუფლება რეიტინგებით მანიპულირებს  და ხალხი შეცდომაში შეჰყავს.

ერთს ამბობს  ღარიბაშვილი და  მეორეს ოფიციალური ციფრები.  მხოლოდ ერთ წელში  ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო  9 პოზიციით ჩამოქვეითდა. ასეთი ცუდი შედეგი კი  2012 წელსაც   არ გვქონია.

მართალია, ახლა  35-ე ადგილზე ვართ,  თუმცა მთავრობა ხალხს უმალავს, რომ ეს შედეგი  გასულ წელთან  შედარებით მკვეთრად გაუარესებულია.  

პრემიერმა მოიტყუა რამდენიმე დღის წინაც, როცა საზოგადოებას აჯერებდა, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საქართველო პირველ ადგილზეა.  ტყუილზე აგებული პროპაგანდა კი რუსული კანონის გამართლებისთვის გამოიყენა.

ღარიბაშვილს ხალხის მოტყუება არ აპატიეს. საერთაშორისო ორგანიზაციამ  მის საპასუხოდ სპეციალური განცხადება  გაავრცელა და დაწერა, რომ დაუშვებელია მთავრობის მიერ „ღია ბიუჯეტის“ რეიტინგის გამოყენება დრაკონული კანონის გასამართლებლად.

როგორ გვატყუებს მთავრობა - ვრცლად, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში