პოლონელი ექიმები მიხეილ სააკაშვილთან შედიან
იუსტიციის სამინისტრო ფაქტობრივად ადასტურებს, რომ პოლონელ ექიმებს სააკაშვილის შემოწმების უფლება მისცა.
გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სამინისტრო არ იქნება წინააღმდეგი პრეზიდენტი უცხეოლმა მედიკოსებმა შეამოწმონ, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპარლამენტში გაკეთებული უმწვავესი განცხადებების შემდეგ, მთავრობამ უკან დაიხია.
როდის ჩამოვლენ პოლონელი ექიმები თბილისში ჯერ უცნობია. ინფორმაცია თავდაპირველად რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ჟურნალისტმა გაავრცელა. იოზვიაკი იტყობინება, რომ ექიმები საქართველოში გამოსამგზავრებლად უკვე ემზადებიან.
მიხეილ სააკაშვილის წონა 60 კილომდე ჩამოვიდა - ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადვოკატმა მიაწოდა. შალვა ხაჭაპურიძე დარწმუნებულია, რომ პოლონელი ექიმების მიერ სააკაშვილის შემოწმების შემთხვევაში ისინი აუცილებლად იტყვიან, რომ პაციენტი საზღვარგარეთ გადასაყვანია, რადგან თუ საქართველოში დარჩა მოკვდება. მძიმე მდგომარეობაში მყოფი პრეზიდენტი კი "ვივა მედში" ახალ სახალხო დამცველსაც ელოდება. ლევან იოსელიანს სააკაშვილმა უპასუხა და მასთან შეხვედრისთვის მზაობა გამოთქვა.
პოლონელი ექიმები სააკაშვილთან - ყველა დეტალი ლიზა ლასარეიშვილმა შეკრიბა