ცვლილებები ომბუდსმენის ოფისში - გახდება თუ არა თამარ კორძაია სახალხო დამცველის მოადგილე
გადაინაცვლებს თუ არა თამარ კორძაია პარლამენტიდან სახალხო დამცველის ოფისში. "პირველების" ინფორმაციით, ლევან იოსელიანი გეგმავს, რომ კორძაიას მისი ერთ-ერთი მოადგილის პოსტი შესთავაზოს.
ახალი სახალხო დამცველი დღეს "ტვ პირველის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. თამარ კორძაია ამ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს შეთავაზების შემთხვევაში - ამ კითხვაზე გადაჭრით უარს არ ამბობს.
კორძაიამ ერთ-ერთმა პირველმა დაუჭირა მხარი ოპოზიციიდან იოსელიანის კანდიდატურას სახალხო დამცველის პოსტზე.
ცვლილებები ომბუდსმენის ოფისში - ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟი