ახალი მანქანები ჩინოვნიკებს - 44 მუნიციპალიტეტს 54 მანქანა გადასცეს

16.03.23 20:37
ახალი მანქანები ჩინოვნიკებს -  44 მუნიციპალიტეტს 54 მანქანა გადასცეს

ახალი ავტომობილები რეგიონებისთვის - 44 მუნიციპალიტეტს ჯამში 54 მანქანა გადასცეს. თითოეული მათგანის ღირებულება კი 86 ათასი ლარია.

სულ ბიუჯეტს რეგიონალური ჩინოვნიკების კომფორტულად გადაადგილება 5 მილიონამდე დაუჯდა.

საჩუქრებს მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა მიზეზით ხსნიან. ნაწილი ამბობს, რომ ავტომობილები უკვე დაძველდა, ნაწილი კი მანქანების დეფიციტს ასახელებს.

ქუთაისის მერიაში კი პირველებს გაგვიმარტეს, რომ ძველი ავტომობილი ბევრ საწვავს მოიხმარდა. ამიტომ თანხის ეკონომიის მიზნით 86 ათასი გადაიხადეს ახალ მანქანაში.