აქციები გვარამიას მხარდასაჭერად - კამპანია ახალ მასშტაბზე გადის
ნიკა გვარამიას მხარდამჭერი კამპანია ახალ მასშტაბზე გადის - "მთავარი არხის" დაპატიმრებული დირექტორის გათავისუფლების მოთხოვნით მეცნიერები ერთიანდებიან. უკვე მომზადებულია პეტიცია, რომელსაც ხელს პროფესორ-მასწავლებლები აწერენ. მეცნიერები მრავალწლიანი სტაჟით სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად, დროებით გვერდით გადადოს პირადი შეხედულებები და დაპატიმრებულ ნიკა გვარამია გაათავისფულოს. ამავე მოთხოვნას დღეს ქართველი მხატვრებიც შეუერთდნენ.
ნიკა გვარამის გათავისუფლების პეტიციას უკვე ასობით განსხვაბეული პროფესიის და ასაკის ადამიანმა მიოაწერა ხელი, ახლა უკვე ჯერი პრეზიდენტზეა, პეტიციაზე ხელმწომერები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშივლმა ხელი ქვეყნის ევროინტეგრაციას სამქით უნდა შეუწყოს და მხოლოდ თამამი განცხადებები არ კმარა.