პრორუსი რადიკალი, რომელიც "პირველების" ჟურნალისტს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ისევ თავისუფალია
პრორუსი რადიკალი, რომელიც ტვ პირველის ჟურნალისტს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ისევ თავისუფალია.
თავდასხმიდან თითქმის 24 საათის შემდეგ მამუკა ანდღულაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არ დაუკავებია. ცოტა ხნის წინ "ტვ პირველმა" დამტვრეული ტელეფონიდან, ვიდეომასალის ამოღება შევძელო. კადრები განადგურებას გადაურჩა და მასში ნათლად ჩანს სისხლის სამართლის რამდენიმე დანაშაული.
"პირველების" ინფრომაციით, მოძალადემ უკვე დატოვა ოზურგეთის რაიონის სოფელი ბახვი, რომელიც დანაშუალის ადგილად იქცა.
ვიდეომასალაში, რომელიც განაგურებას გადაურჩა, ნათლად ისმის ანდღულაძის აღიარება, რომ ევროკავშირის დროშა, პარლამენტის სასახლის წინ სწორედ მან ჩამოხია და დასაწვავად თანამოაზრეებს გადასცა.
"ტვ პირველის" დაზარალებული ჟურნალისტი კი ისევ დაკითხვაზე დაიბარეს.
თავდასხმა ნატო გოგელიაზე - ნახეთ ვიდეო