როგორ ცდილობდა რუსული გამანადგურებელი ამერიკული სადაზვერვო დრონის ჩამოგდებას
გამოქვეყნებულია მტკიცებულება, თუ როგორ ცდილობდა რუსული გამანადგურებელი ამერიკული სადაზვერვო დრონის ჩამოგდებას.
ამერიკის ევროპულმა სარდლობამ შეჯახების ამსახველი ვიდეო-მასალა გამოაქვეყნა. რამდნიმე წამიან კადრებში ჩანს თუ როგორ უახლოვდება ორჯერ უპილოტო საფრენ აპარატს რუსული სუ 27. ასევე ჩანს თუ, როგორ გადაასხეს საწვავი რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ამერიკულ უპილოტო თვითმფრინავს.
სარდლობის ინფორმაციით,ინციდენტის შედეგად, უპილოტო აპარატიდან მიღებული ვიდეო-კადრი მას შემდეგ იშლება, რაც რუსული გამანადგურებელი აპარატს ეჯახება და მის პროპელერს აზიანებს.
ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟი