წნეხი, გაშავების კამპანია და სამართლებრივი დევნა - სტუდენტები დღეს ომბუდსმენს შეხვდებიან
სტუდენტები სახალხო დამცველს შეხვდებიან. ლევან იოსელიანის ოფისში შეხვედრა 17:00 საათზეა ჩანიშნული. აუდიენცია ახალგაზრდების მოთხოვნით გაიმართება.
7 და 8 მარტიის აქციის მონაწილეეებს სურთ, ომბუდსმენს ინფორმაცია მათზე განხორციელებული ფისიქოლოგიური ზეწოლისა და სამართლებრივი დევნის შესახებ მიაწოდონ. ყურადღებაა გამახვილდება მაღალი თანამდბეობის პირების მიერ გაკეთებული მუქარის შემცველ განცხადებებზეც.
დღეს ჩვენ შევხვდებით სახალხო დამცველს და გავაცნობთ იმ უფლებების დასტას, რომლებიც დაირღვა ჩვენს წინააღმდეგ და იმ ცილისწამების კამპანიის შესახებ მოვუყვებით, რომელიც ააგორა "ქართულმა ოცნებამ" ახალგაზრდების წინააღმდეგ. დიახ, ჩვენ გვინდა სახალხო დამცველი ჩავაყენოთ საქმის კურსში და ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, რომ ის ძალიან მალე გამოაქვეყნებს ანგარიშს და იქნება მყისიერი რეაგირება ახალგაზრდების ამ მიმართვაზე, - ამბობს ახალგაზრდები.
სტუდენტებმა ახალ სახალხო დამცველთან შეხვედრა კვირის დასაწყისში ტვ პირველის ეთერით მოითხოვეს, რაზეც ლევან იოსელიანმა თანხმობა განაცხადა.