დიდი ბრიტანეთი საქართველოს, საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევისგან დასაცავად 500 000 ფუნტით დაეხმარება

17.03.23 11:21
დიდი ბრიტანეთი საქართველოს, საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევისგან დასაცავად 500 000 ფუნტით დაეხმარება

ბრიტანეთი საფრთხეეს ხედავას, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთი უხეშად ჩაერევა და შედეგებზე გავლენას მოახდენს. იმისთვის, რომ კრემლმა ქართული არჩევნები არ მიიტაცოს,  ჯეიმს კელვერლიმ, თბილისში ჩამოსვლამდე მოლდოვიდან დაანონსა, რომ საქართველო ინგლისის მთავრობის სახელით  ფინანსურ დახმარებას მიიღებს. დემოკრატიის განმტკიცების მიზნით, დიდი ბრიტანეთი საქართველოს 500 000 ფუნტით დაეხმარება.

თანხა ჩვენს ქვეყანას იმისთვის გადმოეცემა, რომ არჩევნებისთვის ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი გარემო შეიქმნას.

„გაერთიანებული სამეფო გვერდზე არ გადგება მაშინ, როცა მოსკოვი აშკარად ძირს უთხრის ამ ქვეყნების დემოკრატიას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მათი გამძლეობა რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ, დავიცვათ მათი ხალხის დემოკრატიული არჩევანი და დავიცვათ ისინი კარზე მომდგარი საფრთხისგან“, – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.