გპატიჟებთ "სამხრეთ ოსეთში" - ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს შეხვდა
ალან გაგლოევი მოსკოვში პუტინს შეხვდა. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი რუს დიქტატორს ე.წ. დამოუკიდებლობის 15 წლისთავზე პირველად შეხვდა.
ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტრული გამოცემა "ტასი "ავრცელებს.
შეხვედრაზე გაგლოევმა პუტინს პირადად უთხრა, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა "სამხრეთ ოსეთის" ერი სრულ~ლ განადგურებას გადაარჩინა, საქართველო კი აგრესორ ქვეყნად მოიხსენია.
"ტასი" იტყობინება, რომ გაგლოევმა პუტინი ოკუპირებულ ცხინვალში დაპატიჟა.
წელს რუსეთის ფედერაციის მიერ "სამხრეთ ოსეთის" რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მე-15 წლისთავს აღვნიშნავთ და შესაძლებლობით რომ ვისარგებლო, გპატიჟებთ "სამხრეთ ოსეთში" ყველაზე საპატიო სტუმრის რანგში და თქვენ ადგილზე ნახავთ "სამხრეთ ოსეთის" ხალხის თბილ, ნათესავურ, მადლიერ დამოკიდებულებას, - განაცხადა გაგლოევმა.