კლევერლის ვუთხარი, რომ ქართველი ხალხის და ხელისუფლების მიზნები აბსოლუტურად აცდენილია - ლომჯარია

17.03.23 11:25
კლევერლის ვუთხარი, რომ ქართველი ხალხის და ხელისუფლების მიზნები აბსოლუტურად აცდენილია - ლომჯარია

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი დილიდან ყოფილ სახალხო დამცველს და სამოქალაქო სექტორს შეხვდა.

ნინო ლომჯარიას თქმით, ჯეიმს კლევერლიმ დასვა კითხვა, თუ რითი შეუძლია დაეხმარეოს დიდი ბრიტანეთი საქართველსო და რა შუეძლია გააკეთოს ამისთვის.

ლომჯარია ამბობს, რომ თავის მხრივ, მან კლევერლის აუხსნა, რომ ქართველი ხალხის და ხელისუფლების რიტორიკა და მიზნები აბსოლუტურად აცდენილია უკვე ერთმანეთს.

კითხვა, რომელიც მან დასვა იყო, რითი შეუძლია დაეხმაროს გაერთიანებული სამეფო საქართველოს და საქართველოში დემოკრატიის განვითარებას. ვისაუბრე რუსეთიდან მომდინაე საფრთხეებზე, ვისაუბრე იმაზე, რომ ქართველი ხალხის და ხელისუფლების რიტორიკა და მიზნები აბსოლუტურად უკვე აცდენილია, განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შემდეგ ხელისუფლების რიტორიკა ძალიან დაემსხგავსა რუსულს", - თქვა ნინო ლომჯარიამ. 

ამ წუთებში ჯეიმს კლევერლი საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება. დღეს ის დაელაპარაკება ჟურნალისტებსაც და ლონდონში გაფრენამდე მთავარ სათქმელს მედიაას თბილსიის საერთაშორისო აეროპორტიდან ეტყვის.