საუბარი იყო პოლიტპატიმრებზე, გვარამიასა და სააკაშვილზე - სერგი კაპანაძე ჯეიმს კლევერლისთან შეხვედრაზე

17.03.23 11:47
საუბარი იყო პოლიტპატიმრებზე, გვარამიასა და სააკაშვილზე - სერგი კაპანაძე ჯეიმს კლევერლისთან შეხვედრაზე

სერგი კაპანაძის თქმით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა პოლიტპატიმრებს, განიხილეს ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის საკითხი და ასევე იტქვა ისიც, თუ რა სტრატეგია აქვს ამასთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებას".

საუბარი იყო ნიკა გვარამიას თემაზე, პოლიტპატიმრებზე და რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილზე.  საუბარი იყო ზოგადად იმ სტრატეგიაზე, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს, როგორ გააგრძელოს შეტევა დამოუკიდებელი ხმების და აქტორების, როგორიც არის სამოქალაქო საზოგადოება და მედია, წინააღმდეგ. ზოგადად, ის მდგომარეობა რაც ქვეყანაში არის, რასაც პოლარიზაციას ეძახიან, მაგრამ საბოლოო ჯამში არის დემონიზება ხელისუფლების მხრიდან ყველა პოლიტიკური ოპონენტის და ამ კონტექსტში, საუბარი იყო პოლიტიკურ პატიმრებზე", - თქვა სერგი კაპანაძემ.

ამ წუთებში, ჯეიმს კლევერლი საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება. დღეს ის დაელაპარაკება ჟურნალისტებსაც და ლონდონში გაფრენამდე მთავარ სათქმელს მედიაას თბილსიის საერთაშორისო აეროპორტიდან ეტყვის.