ადამიანებს, ვისაც აქციები დაურბევია, არც მერაბიშვილზე, არც გახარიაზე, მე კომენტარს არ გავაკეთებ - მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციის გაერთიანებას ითხოვს. მეოთხე პრეზიდენტი გუშინ ამბობდა რომ საჭიროა საერთო ოპოზიციური საბჭოს შექმნა, თუმცა ინგა გრიგოლიას "რეაქციისთვის" მიცემულ ინტერვიუში, მარგველაშვილმა საკუთარ ინიციატივას ნათელი მოჰფინა.
კითხვაზე, ამ ერთობაში მოიაზრებს თუ არა ის მერაბიშვილთან და გახარიასთან თანამშრომლობას, მეოთხე პრეზიდენტი ამბობს, რომ მათზე, ვისაც რუსთაველზე აქციები აქვს დარბეული კომენტარს არ გააკეთებს.
დავუკავშირდებით ერთმანეთს ისეთი ადამიანები, ვისაც არასდროს გაგვიწყვეტია ერთმანეთთან პოლიტიკური კონსულტაციები და ვნახავთ, რა შეიძლება გაკეთდეს უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის. ადამიანებს, ვისაც აქციები დაურბევია, არც მერაბიშვილზე, არც გახარიაზე, მე კომენტარს არ გავაკეთებ", - ამბობს მარგველაშვილი