ვერ გავიგე, რა არის მისი იდეა - უსუფაშვილი მარგველაშვილის ინიციატივაზე

17.03.23 12:10
ვერ გავიგე, რა არის მისი იდეა - უსუფაშვილი მარგველაშვილის ინიციატივაზე

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილის იდეა ვერ გაიგო, რადგან მისი თქმით, მეოთხე პრეზიდენტი თავადაც არ არის ჩამოყალიბებული ბოლომდე, თუ რა ერთიანობაზე და ვისთან თანამშრომლობაზე საუბრობს. 

გიორგისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვერ გავიგე, რა არის მისი იდეა, ალბათ ჩამოაყალიბებს გეგმად და მის რეალიზებასაც შეუწყობს ხელს. ყველა ერთად დავდგეთ, მერე, არა იმასთან ვერა და არა და ა.შ. ეს არ არის სერიოზული განცხადებები. "ლელომ" მკაფიოდ განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილთან და იმ წრეებთან, ვინც მას ღიად თუ ფარულად ლიდერად აღიარებენ, ჩვენ  ვერ ვითანამშრომლებთ, იმიტომ, რომ არ გვჯერა ამ თანამშრომლობის შედეგიანობა ქვეყნისთვის", - ამბობს დავით უსუფაშვილი.

გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციის გაერთიანებას ითხოვს. მეოთხე პრეზიდენტი გუშინ ამბობდა რომ საჭიროა საერთო ოპოზიციური საბჭოს შექმნა, თუმცა ინგა გრიგოლიას "რეაქციისთვის" მიცემულ ინტერვიუში, მარგველაშვილმა საკუთარ ინიციატივას ნათელი მოჰფინა და თქვა, რომ მათთან ვისაც აქციები დაურბევია, გახარიასტან და მერაბიშვილთან თანამშრომლობას არ აპირებს.