სამი ოპოზიციური პარტია სტრასბურგის შემდეგ შეხვედრებს ბრიუსელში განაგრძობს

17.03.23 13:21
სამი ოპოზიციური პარტია სტრასბურგის შემდეგ შეხვედრებს ბრიუსელში განაგრძობს

სამი ოპოზიციური პარტია სტრასბურგის შემდეგ შეხვედრებს ბრიუსელში განაგრძობს. “სტრატეგია აღმაშენებლის”, “დროას” და “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერები შარლ მიშელის ოფისთან, ევროკავშირის საგარეო ჯგუფთან და 12 რეკომემდაციაზე მომუშავე ჯგუფებთან განართავენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, შეხვედრის მთავარი საკითხი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესები იქნება 

სამი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს დღეს, ეს არის შარლ მიშელის ოფისთან, ევროკავშირის საგარეო ჯგუფთან რომელიც მუშაობს საქართველოს საკითხებზე და ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის დიჯინეარი, რომელიც უშუალოდ გაფართოებაზე მუშაობს და ანგარიშებს ამზადებს 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. ჩვენი მთავარი მიზანი ამ შეხვედრებზე არის, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და იყოს სიცხადე რეფორმების თვალსაზრისით, რომ ეს თაღლითობა, მოტყუებები რაც ახასიათებს “ქართულ ოცნებას” არ გაუვიდეს.  ჩვენ ხომ ვხედავთ, როცა მკაფიოა რა არის გასაკეთებელი მათაც ხალხის ძალისხმევით უწევთ ამის გაკეთება. ამ მექანიზმის მოქოქვას ვცდილობთ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და რუსული სცენარი საქართველოში არ განხორციელდეს რისი გაკეთებაც უნდა “ქართულ ოცნებას” - თქვა გიორგი ვაშაძემ.