განვიხილეთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია - დარჩიაშვილი კლევერლისთან შეხვედრაზე

17.03.23 13:22
განვიხილეთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია - დარჩიაშვილი კლევერლისთან შეხვედრაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბარი შედგა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე, ასევე განხილულ იქნა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

დარჩიაშვილის თქმით, კლევერლიმ აღინიშნა, რომ სწორედ საქართველო იყო პირველი, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა რუსეთის აგრესია.

„შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, როგორც ქართველი ხახლის ცივილიზაციური არჩევანი. ვისაუბრეთ შავი ზღვის რეგიონის მზარდ მნიშვნელობაზე როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიური და ენერგეტიკული მიმართულებით. 

დეტალურად განვიხილეთ რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, რაც მკვეთრად დამძიმდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად.

აღინიშნა, რომ სწორედ საქართველო იყო პირველი, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა რუსეთის აგრესია და მისი თანმდევი შედეგები", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ამ წუთებში, ბრიტანეთის თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი საქართველოს მთავრობის მეთაურს ხვდება. შეხვედრის შემდეგ, უკვე მთავრობის ადმინისტრაცია გააჟღერებს თუ რა თემებზე იყო საუბარი პირისპირ შეხვედრაზე და რა უთხრა კლევერლიმ ღარიბაშვილს. ამის შემდეგ ბრიტანელი დიპლომატი საოკუპაციო კაზთან გადაინაცვლებს, ბოლოს კი ის მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხებს და საქართველოს დატოვებს.