"ოცნება" ურცხვ პროპაგანდას ეწევა, მოგიწოდებთ, დაუბრუნდით ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას - "ლელო"

17.03.23 14:00
"ოცნება" ურცხვ პროპაგანდას ეწევა, მოგიწოდებთ, დაუბრუნდით ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას  - "ლელო"

"ლელო" საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პარლამენტში საქმიანობას დაუბრუნდეს და ევროკავშირის სტატუსის მისაღები 12 რეკომენდაციის შესრულებაზე იმუშაობს.

სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მმართველ გუნდი ურცხვ და ტყუილ პროპაგანდას ეწევა, როდესაც აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოში დესტაბილიზაციას ცდილობს.

სამადაშვილი "ოცნებას" მოუწოდებს შანტაჟის ენა და ტყუილი პროპაგანდა დაივიწყონ, რადგან ამით ქართველ ხალხს ვერ მოატყუებენ და ვერც იმას დააჯერებენ, რომ მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა, თუმცა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მაინც ვერ მიიღო.

ხელისუფლების და პარლამენტის მუშაობა სრულიად პარალიზებულია, პარლამენტის, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაზე უნდა მუშაობდეს. ამის ფონზე, როდესაც ევროკავშირიდან ჩამოსული დელეგაციები გვეუბნებიან, დღეს რომ კეთდებოდეს შეფასება, რომელი პუნქტებია შესრულებული 12 მოთხოვნიდან, შეფასება იქნებოდა ძალიან მძიმე. ამ ფონზე გამოდის კახა კალაძე და ცდილობს შანტაჟის ენით დაიწყონ საუაბრი ევროკავშირთან. 

რა მოვისმინეთ ჩვენ გუშინ, რა პოლიტიკური გზავნილი იყო "ოცნების" მხირდან. ევროკავშირი ცდილობს ქვეყანაში დესტაბილიზაციას, ეს არის მიმართული "ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ და ეს გზავნილი ემატება იმ გზავნილს, რომელსაც "ოცნება" დიდი ხანია ტირაჟირებს, თითქოს მათ ვიღაცა მეორე ფრონტის გახსნას სთხოვს. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს არის ურცხვი პროპაგანდა და ტყუილი პროპაგანდა.

ევროკავშირის მოლოდინი საქართველოსგან არის სასამართლო კლანის დაშლა და სასამართლო რეფორმა, არის საარჩევნო რეფორმა, არის ანტიკორუფციული რეფორმა და ყველა იმ მოთხოვნის შესრულება, რაც არის ძალიან მარტივად შესრულებადი, რომ არსებობდეს ამის პოლიტიკური ნება. ერთადერთი ძალა, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციას უწყობს ხელს, ეს არის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი "ოცნება" და მათ მოკავშირე "ხალხის ძალა".

ამიტომაც, ჩვენ ვამბობთ, ერთადერთი დღის წესრიგი, რაც უნდა არსებობდეს პარლამენტში, ეს არის ევროკავშირის მოთხოვნებსი შესრულება. "ლელოს" ამასთან აქვს მრავალი ინიციატივა შეტანილი პარლამენტში. გვინდა მოვუწოდოთ კიდევ ერთხელ უმრავლესობას, დაუბრუნდით ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას. ამის გარეშე, არანაირი შანტაჟის ენა, ვერანაირი ტყუილი პროპაგანდა ვერ მოგეხმარებათ, რომ მორიგ ჯერზე მოატყუოთ ქართველი ხალხი, რომ "ოცნებამ" გააკეთა ყველაფერი და საქართველო მაინც დარჩა კანდიდატის სტატუსი გარეშე", - თქვა სალომე სამადაშვილმა.