ეს იყო ჩემი შეცდომა და ეს ვალი უნდა გავუსტუმრო ქართველ ხალხს - გახარია

17.03.23 14:16
ეს იყო ჩემი შეცდომა და ეს ვალი უნდა გავუსტუმრო ქართველ ხალხს - გახარია

პარტია "საქართველოსთის" ლიდერი გიორგი გახარია „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში საკუთა შეცდომებზე ალაპარაკდა.

გახარიამ აღიარა, რომ ის შესაძლოა იყო   ყველაზე ეფექტური პერსონა ბიძინას ხელში უკანონო ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის და ამაზე ყოფილი პრემიერი პასუხისმგებლობას გრძნობს და ამბობს, რომ ეს იყო მისი შეცდომა და მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ეს ვალი ქართველი ხალხის წინაშე გამოისყიდოს.

„შეიძლება, მე ვიყავი ყველაზე ეფექტური პერსონა ბიძინას ხელში უკანონო ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის, მაგრამ ჩემთვის დაუჯერებელი იყო, რომ ადამიანი, რომელსაც შეეძლო ძალიან პოზიტიური როლი ეთამაშა ქვეყნის ისტორიაში, იტყვის, რომ ის ტოვებს პოლიტიკას, მაგრამ მიზნად დაისახავს, შეინარჩუნოს ძალაუფლება და სამწუხაროდ, ის მზად არის გადაიხადოს ნებისმიერი ფასი — მათ შორის ქვეყნის საგარეო ორიენტაცია — რომ შეინარჩუნოს ეს ძალაუფლება. ეს იყო ჩემი შეცდომა და ეს ვალი უნდა გავუსტუმრო ქართველ ხალხს“, — თქვა გიორგი გახარიამ.