საერთაშორისო პარტნიორები ძალიან მწვავე შეფასებებს აკეთებენ - დეკანოიძე
ოპოზიცია ამბობს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანმა ძალიან მწვავე და კრიტიკული გაუგზავნა საქართველოს ხელისუფლებას.
ენმ-ს ლიდერი ხატია დეკანოძე აცხადებს, რომ ბრიტანეთი კარგად ხედავს, რა საფრთხის წინაშე დგას საქართველო რუსეთის მხრიდან და ასევე რა შესაძლო საფრთხეები ემუქრება ქვეყანას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
საერთაშორისო პარტნიორები ძალიან მწვავე შეფასებებს აკეთებენ და მათ შორის იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც არაერთხელ მხილებულია, მათ შორის არჩევნების გაყალბებაში, მის მიტაცებაში, ხმების მოსყიდვაში და ა.შ. არის საფრთხე, რომ კიდევ ერთხელ გაიმეოროს ეს ყველაფერი. რუსეთი არის ახლა ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი საფრთხე ამ სიტუაციაში. რუსეთი ყოველთვის შეეცდება, რომ საქართველოს დემოკრატია მიიტაცოს", - ამბობს ხატია დეკანოიძე.
"თუ გინდათ დემოკრატია და ინსტიტუტების სიძლიერე, მაშიინ გაზარდეთ ვალდებულებები მასმედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლობის კუთხით" - ეს განცხადება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრა მესამე სექტორთან გამართული შეხვდრის შემდეგ გააკეთა. ჯეიმს კლევერლი, ფიქრობს, რომ უკრაინის ომის ფონზე, არსებობს საფრთხე, რომ რუსეთი საქართველოში დემოკრატიას ძირს გამოუთხრის და სამოქალაქო საზოგადოებას მოგუდავს.