ციხეში სისტემის მხილებისთვის - პოლიციელ ნატალია ზარდიაშვილს 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ხმაური იყო ცოტა ხნის წინ სასამრთლოში. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელმაც სისტემა ამხილა, ციხეში 6 წლით გაუშვეს. ნატალია ზარდიაშვილს ხელბორკილები სასამართლო დარბაზში დაადეს. საქმე ეხება სისტემიდან ნარკოტიკების შავ ბაზარზე გაყიდვის ამბის გამოტანას.
მაშინ ზარდიაშვილი ამტკიცებდა, რომ სქემას სამინსიტროს მაღალჩინოსნები მფრაველობდნენ, ამის შემდეგ კი მას ბრალი იქით წაუყენეს და დღეს უკვე ექვსი წლით ციხეში გაუშვეს.
ნატალია ზარდიაშვილმა დღეს თქვა, რომ ხელისუფლებამ მას მხილების გამო სჯის.
მე ვისჯები იმის გამო, რომ ვილაპარაკე ხმამაღლა ის, რაც სხვამ ვერ შეძლო. მე დამსაჯეთ მხოლოდ და მხოლოდ სიმართლის თქმის გამო. შილები არ გყავთ?! ოჯახი არ გყავთ?! ეს არის დღევანდელი უწყება!, - თქვა პროცესზეზარდიაშვილმა.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. ნატალია ზარდიაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ დანებებას არ აპირებს და სისტემას ისევ ამხელს.
ცნობილია, რომ პროკურატურამ საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობაც დააყენა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული საკუთარ უდანაშაულობაში დარწმუნებული იყო, შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
სხდომას ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძეც ესწრებოდა, რომელიც მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა. ოპოზიციის წევრმა ლაშა ჩხიკვაძეს უთხრა, რომ ზარდაიშვილს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა და მისი განაჩენი ადეკვატური არ იყო.