ახალგაზრდა პოლიციელ ქალს ცხოვრება დაუნგრიეს იმიტომ, რომ სისტემა ამხილა - დეკანოიძე

17.03.23 15:30
ახალგაზრდა პოლიციელ ქალს ცხოვრება დაუნგრიეს იმიტომ, რომ სისტემა ამხილა - დეკანოიძე

ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს პოლიციელ ნატალია ზარდიაშვილისთვის 6 წლიანი პატიმრობის შეფარდების გამო აკრიტიკებს. ოპოზიციის წევრი მიიჩნევს, რომ ზარდიაშვილი მხოლოდ სისტემის მხილების გამო დასაჯეს და ახალგაზრდა ქალს ცხოვრება დაუნგრიეს. 

თავისუფლება აღუკვეთეს 6 წლით ახალგაზრდა პოლიციელ ქალს, რომელსაც საერთოდ არაფერი ჩაუდენია, მხოლოდ ამხილა სისტემა. ეს არის წარმოუდგენელი. ჩხიკვაძეა მოსამართლე. ყველამ ვიცით როგორი მოსამართლეა ჩხიკვაძე, ვიცით და გვახსოვს. არაფერი არგუმენტი არ ჰქონდა. ადამიანს ცხოვრება დაუნგრია იმიტომ, რომ სისტემის მამხილებელი ადამიანი იყო. ორი არასრულწლოვანი სვილი ჰყავს ნატალიას. მე არ ვიცი როგორ შეიძლება ეს სისტემას ადამიანმა აპატიოს. ძალიან მძიმე შინაარსის საქმე იყო. ეს ადამიანი ისჯება იმიტომ, რომ ოპოზიციის მიმართ გარკვეული სიმპათიები ჰქონდა 2020 წლის არჩევნებზე, - თქვა დეკანოიძემ. 

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ სასამრთლოში. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელმაც სისტემა ამხილა, ციხეში 6 წლით გაუშვეს. ნატალია ზარდიაშვილს ხელბორკილები სასამართლო დარბაზში დაადეს. საქმე ეხება სისტემიდან ნარკოტიკების შავ ბაზარზე გაყიდვის ამბის გამოტანას.