12 რეკომენდაციის შესასრულებლად სამუშაო უნდა იყოს გაჩაღებული, "ოცნებამ" კი დასვენება გამოაცხადა - ნაცვლიშვილი
პარლამენტში საკომიტეტო კვირა ჩავარდა. "ქართულმა ოცნებამ" ფაქტობრივად უქმეები მოიწყო. რუსული კანონის გაუქმების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში მმართველი პარტიის წევრები ფაქტობრივად არ ჩანან. კაბინეტები დაკეტილია, ლიდერები კი გაუჩინარებული.
"ლელოს" თქმით, მაშიინ როდესაც ქართული ოცნებ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად დღე და ღამე უნდა მუშაობდეს, კვირა ისე გავიდა, რომ მხოლოდ 3 საკითხის განხილვა მოხდა სხვადასხვა კომიტეტებზე.
"ქართულ ოცნებას" მთელი კვირა დასვენება აქვს გამოცხადებული. არც ერთი დღე ჩვენ პარლამენტში არ გვინახავს სამუშაო პროცესი. სულ ჩატარდა რაღაც 3 საკითხის განხილვა სხვადასხვა კომიტეტებზე. არც ერთი არ მიემართებოდა 12 პუნქტს. ახლა სამუშაო უნდა იყოს გაჩაღებული იმისთვის, რომ ჩვენ მოვასწროთ ამ კრიტიკული დროის გამოყენება, მითუმეტეს, რომ ჩამოსულია 2 კრიტიკული დასკვნა ვენეციის კომისიისგან და სკამოდ საკვანძო რეკომენდაციები ამ დროისთვის არ არის შესრულებული", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.