ნინო წულაძემ "ოცნების" წევრებს წითელი ბარათები დაურიგა - დაპირისპირება თბილისის საკრებულოში

17.03.23 15:59
ნინო წულაძემ "ოცნების" წევრებს წითელი ბარათები დაურიგა - დაპირისპირება თბილისის საკრებულოში

ხმაური და დაპირისპირება თბილისის საკრებულოს სხდომაზე - სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საკრებულოში პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ წევრმა, ნინო წულაძემ „ქართული ოცნების“ წევრებს „წითელი ბარათები" დაურიგა იმის სიმბოლოდ, რომ კანონპროექტზე უარი არ განუცხადებიათ.

წულაძემ ასევე მამრთველი გუნდის დეპუტატებს უთხრა, რომ ხელისუფლებამ საპროტესტო აქციებზე წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი აირის გამოყენებით, ძალას გადაამეტა.

„ჩვენ რომ გვეუბნებით, "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივს აგრძელებთო, ეს არის არასწორი. გინდათ ეს მოწოდებები ხელოვნურად გაუშვათ საზოგადოებაში. ეს იყო ახალგაზრდების მშვიდობიანი მუხტი. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები სრულიად უსაფუძვლოდ ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალეთ", - განაცხადა ნინო წულაძემ.