ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი საქართველოშია - რა გზავნილებით ჩამოვიდა ჯეიმს კლევერლი
გაფრთხილება "ქართულ ოცნებას"- ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ჩამოვიდა. ბრიტანეთის პირველი დიპლომატმა საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ უთხრა, რომ ქვეყანა რუსული ჩარევისგან დასაცავია.
ბრიტანეთი მზად არის მოსკოვის გავლენების წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას და ამისთვის 500 მილიონიან პაკეტს გამოყოფს. ჯეიმს კლევერლი პრაქტიკულად ღიად გააფრთხილა მთავრობა, რომ 2024 წლის არჩევნებში რუსეთი ვეღარ ჩაერევა და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს დასავლეთი დაიცავს.
მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია მთავრობამ მხოლოდ შაბლონური ტექსით გაავრცელა, თუმცა რა იყო სახელმწიფო მდივნის ვიზტის რეალური მიზეზი - ეს ჯეიმს კლევერლიმ თავად თქვა. თუ გინდათ დემოკრატია და ინსტიტუტების სიძლიერე, მაშინ გაზარდეთ ვალდებულებები მასმედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლობის კუთხით, - ეს არის პირობა, რომელიც საქართველომ ევროპულ გზაზე უნდა შეასრულოს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.