კრემლში პირველად ჩახედეს რეალობას თვალებში, რომ შესაძლოა, ისინი საპატიმროში აღმოჩნდნენ - ხიდაშელი

18.03.23 11:31
კრემლში პირველად ჩახედეს რეალობას თვალებში, რომ შესაძლოა, ისინი საპატიმროში აღმოჩნდნენ - ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ თუ პუტინის მსგავსად, რუსეთის სხვა თანამდებობის პირებზე უნდა გაიცეს მსგავსი ბრძანებები და ისინი სხვადასხვა ქვეყნებში გამოჩენისას აუცილებლად უნდა დააკავონ.

მისივე თქმით, კრემლში ადამიანებმა პირველად აღიქვეს რეალობა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ისინი საპატიმროში აღმოჩნდენ. 

თუ ეს ბრძანებები გავრცელდება მაგალითად საგარეო საქმეთა მინისტრზე ან იმ ადამიანებზე, რომლებიც პერიოდულად სხვადასხვა ქვეყანაში ჩნდებიან ხოლმე, კი ბატონო, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება ეფექტურადაც ვიხილოთ ეს დაპატიმრებები, ამიტომ ეს პროცესი განგრძობადი იქნება, ამის თქმა მინდა. ნებისმიერი სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთის მცდელობის პირობებში მათ დააპატიმრებენ, ყველას, ვისზეც მსგავსი ბრძანება გაიცემა და, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის პროცედურის დაწყება, როდესაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება მაღალი თანამდებობის პირების, აუცილებლად იწვევს ხოლმე ამ სახელმწიფოებში უკვე, პოლიტიკურ ელიტაში ერთგვარ განსხვავებული მოსაზრებების თუ განსხვავებული ხმების გაჩენას, რადგან ადამიანებმა დღეს კრემლში პირველად ჩახედეს რეალობას თვალებში, რომ შესაძლოა, ისინი აღმოჩნდნენ საპატმროში," - ამბობს თინა ხიდაშელი. 

ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

პუტინსა და ლვოვა-ბელოვას უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც, როგორც მინიმუმ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა.