ომის დამნაშავის გავლენების ქვეშ ყოფნა კატეგორიულად მიუღებელია - დეკანოიძე
პუტინის რუსულ ტყვეობასა და ჰააგის საამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლება დუმილით ხვდება.
,,ქართულ ოცნებას" ამ დრომდე არცერთი სიტყვა უთქვამს ომის დანმაშავედ გამოცხადებულ ძებნილ პრეზიდენტზე, რომელსაც უკრაინაში გენოციდის მოწყობის გამო მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება. ხელისუფლების ერთდღიანი დუმილიი კი ოპოზიიცისთვის ისევ რბილი პოლიტიიკის მანიშნებელია.
როგორც ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, ,,ქართულ ოცნებას" უნდა ესმოდეს, რომ პესკოვისა და ლავროვის საქებარი სიტყვების მოსმენა სახიფათო გზავნილია და აუცილებელია ,,ქართულმა ოცნებამ" გაითავისოს, რომ ომის დამნაშავის გავლენების ქვეშ ყოფნა კატეგორიულად მიუღებელია.
დამტკიცდა ის, რომ პუტინი ნამდვილად ომის დამნაშავეა, ეს არის გაფრთხილება რუსეთის პროქსებისადმი, გაფრთხილება, რომ ომის დამნაშავის გავლენების ქვეშ ყოფნა არ შეიძლება და კატეგორიულად მიუღებელიად და ეს შეიძლება გადაიქცეს მათ მიმართ კონკრეტული სანქციების ერთობლიობად. ,,ქართულ ოცნებას უნდა ესმოდეს, რომ მაშინ, როდესაც პესკოვი გაქებს და ლავროვი გაქებს როგორც პრემიერ-მინისტრსა და უმრავლესობის წარმომადგენელს, ეს ძალიან სახიფათო გზავნილია, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთის," - ამბობს ხატია დეკანოიძე.
ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.
პუტინსა და ლვოვა-ბელოვას უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც, როგორც მინიმუმ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა.