ჰააგის გადაწყვეტილებით, პუტინი დასრულებულია - ნინო კალანდაძე

18.03.23 15:04
ჰააგის გადაწყვეტილებით, პუტინი დასრულებულია - ნინო კალანდაძე

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ნინო კალანდაძის თქმით, პუტინი დასრულებულია, მას აღარასდროს ექნება შესაძლებლობა დაუბრუნდეს დასავლეთთან მოლაპარაკების მაგიდას

როგორც კალანდაძემ აღნიშნა, იგივე რეჟიმი გაგრძელდება ყველა პუტინის მოკავშირეზე, რომელიც მას რეგიონში ჰყავს, მათ შორის ოლიგარქ ივანიშვილზე

ამ გადაწყვეტილებით ნიშნავს, რომ პუტინი დასრულებულია, მას აღარასდროს აღარ ექნება შესაძლებლობა დაუბრუნდეს დასავლეთთან მოლაპარაკების მაგიდას. იგივე რეჟიმი გაგრძელდება ყველა პუტინის მოკავშირეზე, რომელიც მას რეგიონში ჰყავს, მათ შორის ოლიგარქ ივანიშვილზე, რომელსაც ჯერ კიდევ პუტინისგან განსხვავებით, აქვს რესურსი, რომ დასავლეთთან რაღაც ფორმით მოილაპარაკოს, მაგრამ ეს რესურსი ხანგრძლივი არ იქნება. ბუნებრივია, რომ ისინი ახლა ფრთხილი პოზიციით გამოირჩევიან და ზედმეტად არ ხმაურობენ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. გონივრული იქნებოდა, რომ ისინი ახლა პუტინის პოლიტიკას, თუ ამის შესაძლებლობა გააჩნიათ, გაემიჯნებოდნენ," - ამბობს ნინო კალანდაძე. 

ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

პუტინსა და ლვოვა-ბელოვას უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც, როგორც მინიმუმ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა.