ოკუპანტთან მოგებით ამაყობდა და რუსული საქმე შეასრულებინეს - ბოტკოველი კაჭარავაზე
ენმ-ს ლიდერი, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, "ხალხის ძალის" წევრს, დავით კაჭარავას, რომელიც რაგბში თამაშის დროს ოკუპანტთან მოგებით ამაყოფდა, სწორედ მას შეასრულებინეს რუსული საქმე და მიაცემინეს ხმა რუსული კანონისთვის.
ბოტკოველი ამბობს, რომ უმრავლესობის წევრებს საკუთარი აზრი არ გააჩნიათ და მისი თქმით, წულუკიანის მივლინება კულტურისა და სპორტის სამინისტროში სწორედ იმიტომ მოხდა, რომ თავიდან ბოლომდე ხელში აეღო ყველა ადამიანის აზროვნება.
ამ ყველაფერმა ერთი რამე დაადასტურა, რომ თუ ხარ პარლამენტში და თუ ხარ უმრავლესობაში საკუთარი აზრი აღარ უნდა გაგაჩნდეს. წულუკიანის მივლინება კულტურისა და სპორტის სამინისტროში სწორედ მაგას ნიშნავდა. მას თავიდან ბოლომდე ხელში უნდა აეღო ყველა ადამიანის აზროვნება. ისინი ამაყობდნენ, რომ რუსეთს უგებდნენ, როგორც ოკუპანტს და დღეს სამწუხაროდ, მათ შეასრულებინეს ის რუსული საქმე, რომელი რუსული საქმის უარყოფის საშუალებაც არ მისცეს", - ამბობს გიორგი ბოტკოველი.
ცნობისთვის, სპორტსმენების დიდი ნაწილი აპროტესტებს ყოფილი თანაგუნდელის და ამჟამად ხალხის ძალის წევრის პოლიტიკურ ნაბიჯებს და რუსული კანონის მხარდაჭერის გამო მოითხოვს კაჭარავასგან პოსტის დატოვებას. ყოფილი სპორტსმენი ახლა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარეა. თავად სპორტული ორგანო საკუთარ თავმჯდომარეს მხარს უჭერს და ოპონენტებს პოლიტიკურ დღის წესრიგს უწუნებს.