ვის რაში შეუშალა ხელი ელისო ბოლქვაძის უზარმაზარმა აღიარებამ - სარჯველაძე
"ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე თანაგუნდელს იცავს და ვერ გაუგია, ვის რაში შეუშალა ხელი ელისო ბოლქვაძის უზარმაზარმა აღიარებამ.
სარჯველაძე ამბობს, რომ რასაც იუნესკო აღიარებს, იმას უპირისპირდებიან.
ეს არის სრულიად სამარცხვინო აქტი. მე ვფიქრობ, რომ უნდა რცხვენოდეთ. სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გვყვას ადამიანი, ქართველი, რომელიც არის იუნესკოს ელჩი და რავიცი აბა. პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები ცდილობენ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ამ გზით. ვის რაში შეუშალა ხელი ელისო ბოლქვაძის იმ უზარმაზარმა აღიარებამ. სამწუხაროდ, თვითონ უნდა გააკეთონ ანალიზი, რომ იუნესკო რასაც აღიარებს, იმას უპირისპირდებიან ძალაუნებურად", - ამბობს სარჯველაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პენცენტრის სახელით, ქართველმა მწერლებმა, გამომცემლებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა იუნესკოს გენერალურ დირექტორს, ოდრი აზულაის საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძისთვის მშვიდობის ელჩის სტატუსის მოხსნის მოთხოვნით მიმართეს. წერილს 126 ხელმომწერი ჰყავს.