დიმიტრი ხუნდაძის სიძე აშშ-ში არალეგალურად წავიდა

18.03.23 21:41
დიმიტრი ხუნდაძის სიძე აშშ-ში არალეგალურად წავიდა

"რუსული კანონის" ავტორს, დიმიტრი ხუნდაძეს სიძე, საქართველოდან ამერიკაში არალეგალური გზით წავიდა.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, არალეგალური გზით ამერიკაში შეღწევის გეგმის სისრულეში მოყვანა მირიან ოქროპირიძემ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. წყაროს თქმით, თინათინ ხუნდაძის ქმარი შუამავალთან მოლაპარაკებებს  2022 წლის ბოლოდან აწარმოებდა. 

ხუნდაძის სიძის აშშ-ში არალეგალურად წავლის ფაქტს "შაბათის ეთერთან" ადასტურებენ მირიან ოქროპირიძის დედაც და ცოლიც.

მათი თქმით, "ხალხის ძალის" ლიდერის სიძეს აშშ-ს ვიზა არ ჰქონდა.

 დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის სიძის დედა ადასტურებს, რომ ოქროპირიძეს ოფიციალური ვიზა არ ჰქონია. 

იგივეს ამბობს დიმიტრი ხუნდაძის შვილი, თინათინ ხუნდაძე. 

არსებული ინფორმაციით, შტატებში ოფიციალურად წასვლისთვის საჭირო ვიზა, მაღალჩინოსანს არ მისცეს, ამიტომ მირიან ოქროპირიძემ ე.წ. გადამყვანს მიმართა. ხუნდაძის სიძის ამერიკაში წასვლამდე სამსახურში პრობლემები შეექმნა.

"შაბათის ეთერის" წყაროს თქმით, ქვემო ქართულის სატეო სააგენტოს შეფი ხე-ტყის მასალების  უკანონო ვაჭრობის სავარაიდო მფარველობაში ამხილეს.