ექსკლუზივი: პოლიტიკური გაყრა "ოცნებაში"- ვინ მიდის პარტიიდან?

18.03.23 21:17
ექსკლუზივი: პოლიტიკური გაყრა "ოცნებაში"- ვინ მიდის პარტიიდან?

"შაბათის ექსკლუზივი"- პირველი ინტერვიუ "ქართული ოცნების" დეპუტატ დავით სერგეენკოსთან, რომელმაც "ოცნების" შეფების წინააღმდეგ წასვლა გაბედა და რუსულ კანონს მხარი არ დაუჭირა. 

ირკვევა, რომ სერგეენკო საგაზაფხულო სამუშაოებითაა დაკავებული და მმართველი პარტიის შეფების ზარებსაც კი არ პასუხობს.  "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ერთ-ერთია იმ დეპუტატებიდან, რომლებიც "ქართული ოცნებისა" დატოვებას გეგმავს. 

სერგეენკო პირველად ყვება, რატომ გადაწყვიტა პარტიის ლიდერების მოთხოვნის მიუხედავად, რუსული კანონისთვის მხარი არ დაეჭირა.

"ვხედავდი რომ ევროკავშირი, ამერიკა, საზოგადოების დიდი ნაწილი ნეგატიურად იყო განწყობილი. დეტალებში არ შევსულვარ. არ გამიანალიზებია კანონი, მაგრამ ვხედავდი, დამოკიდებულებას და ალბათ ეს იყო გადაწყვეტილების საფუძველი"- ამბობს "შაბათის ეთერთან" სერგეენკო. 

სად მიდის სერგეენკო,  ტოვებს თუ არა საპარლამენტო მანდატს? კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა ახლა არ უნდა. მაგრამ მიანიშნებს, რომ მისი პოლიტიკური კარიერა დასასრულს უახლოვდება.​

სერგეენკო "შაბათის ეთერთან" ადასტურებს იმასაც, რომ მას შემდეგ რაც "ქართულო ოცნების" პარტიული გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდა, მისი პოზიციის შეცვლას ირაკლი კობახიძე ცდილობდა.

გარდა ამისა, ნატა ქაჯაიას ხმაურიანი რეპორტაჟიდან ირკვევა, რომ ხალხთან მარცხის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში სიარულს "ქართული ოცნების" სხვა დეპუტატებიც ერიდებიან. 

სერგეენკოს მსგავსად რუსულ კანონს ხმა არ მისცა ვლადიმერ ჩაჩიბაიამაც. სკანდალური კანონპროექტის კენჭისყრის შედეგ ის საქართველოს პარლამენტში არავის უნახავს.

პარლამენტიდან გამქრალია ირაკლი კოვზანაზეც. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ორშაბათს  ბიუროს სხდომაზე არ გამოჩენილა. 

ამ დრომდე გაურკვეველია გიორგი ხელაშვილის ბედი. ხელაშვილიც იმ გაუჩინარებული დეპუტატების სიაშია, ვინც რუსულ კანონს ხმა არ მისცა. 

ამის პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნება" წამსხლელების ჩამნაცველებს უკვე ეძებს - ასეთია გიორგი ბარვენაშვილი - კომოს ტბის საძმოს წევრი რომელიც არჩილ თალაკვაძის და კახა კალაძის უახლოესს გარეოცვას წარმოადგენს შესაძლოა, პარლამენტში ვიხილოთ. 

 

 

მსგავსი სიახლეები