კონფლიქტი შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქციის მოხსნით - ზახაროვა
"კონფლიქტი შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქციის მოხსნით"- განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა, მარია ზახაროვამ გააკეთა.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის "მშვიდობის ფორმულას" უკრაინაში მშვიდობის მიღწევასთან არაფერი აქვს საერთო და ზელენსკის მიზანი დასავლეთის დახმარებით რუსეთის კაპიტულაციაა:
"ეს სხვა არაფერია, თუ არა ულტიმატუმის მოთხოვნები ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომლებიც მოწყვეტილია რეალობას. მათ შორისაა ჯარების გაყვანა რუსეთის რეგიონებიდან - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონიდან და თუნდაც ყირიმიდან, რეპარაციების გადახდა და საერთაშორისო ტრიბუნალებისადმი ჩაბარება" - თქვა ზახაროვამ