ვინ მიდის და რჩება "ქართულ ოცნებაში" - შეხვედრა ბორჯომში
"ნოდარ მელაძის შაბათის" ინფორმაციით, ამ წუთებში ბორჯომში, სასტუმრო "ლიკანში" საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და "ქართული ოცნების" ლიდერები დახურულ შეხვედრას მართავენ.
წყაროს ცნობით, ადგილზე ჩაიყვანეს მმართველი პარტიის ყველა ლიდერი. "ტვ პირველის" ინფორმაციით, მსჯელობის მთავარი თემაა ვინ მიდის და რჩება "ქართულ ოცნებაში".
"შაბათის ეთერისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, აუდიენციის დროს გამოითქვა პრეტენზიები, განათლების მინისტრის წინააღმდეგ. "ოცნების" ნაწილი სტუდენტების ამბოხს მიხეილ ჩხენკელს აბრალებს.
"სამინისტროს მკაცრი ხელი სჭირდება"- ითქვა შეხვედრაზე.