"მანდატები არ უნდა დატოვონ" - ოპოზიცია "ოცნებიდან" წამსვლელებს პარლამენტში დარჩენისკენ მოუწოდებს

19.03.23 11:25
"მანდატები არ უნდა დატოვონ" - ოპოზიცია "ოცნებიდან" წამსვლელებს პარლამენტში დარჩენისკენ მოუწოდებს

საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" - ენმ -ს წევრი ხატია დეკანოიძე უმრავლესობის იმ წევრებს, რომლებიც გუშინ ლიკანში მმართველი პარტიის შეხვედრას არ ესწრებოდნენ, ურჩევს, პარლამენტში დარჩნენ და მმართველ ძალას ღიად დაუპირისპირდნენ. 

მე ვურჩევდი, რომ კიდევ უფრო მოიკრიბონ გამბედაობა, დარჩნენ პარლამენტში და ღიად დაუპირისპირდნენ იმ საშინელ კურსს, რომელიც აღებული აქვს "ქართულ ოცნებას". თუნ მანდატებს დატოვებენ და ჩუმად გადაინაცვლებენ ყოველდღიურობაში, ეს არ არის პოლიტიკოსობა და პრინციპში, ალბათ უმრავლესობაც, იცით თქვენ, ამ ნიშნით ჰყავს შერჩეული ბიძინა ივანიშვილს, - თქვა დეკანოიძემ. 

დეკანოიძის მსგავსად სალომე სამდაშვილიც მიიჩნევს, რომ მანდატების დატოვება უმრავლესობის კონკრეტული წებრებისგან სწორი გადაწყვეტილება არ იქნება. 

მიმაჩნია, რომ დღეს მანდატის დატოვება კი არ არის ამ ქვეყნის სახელმწიფო ინტერესში, არამედ, სწორედ იმ მანდატის გამოყენება, ოღონდ საოკუპაციო რეჟიმთან დაპირისპირებისთის და მასთან ბრძოლისთვის. მანდატის დატოვებასთან ერთად თუ წავლენ უმრავლესობიდან, ესეც დამაზიანებელი იქნება ძალიან "ქართული ოცნებისთვის" თუმცა ეს იქნება, მე ვფიქრობ, უფრო პასუხისმგებლობისგან გაცლა და თავის არიდება, - ამბობს "ლელოს" წევრი.

ამავე აზრს იზიარებს "სტრატეგია აღმაშნებლის" წევრი პაატა მანჯგალაძეც. 

მანდატი არ უნდა დატოვოს არცერთმა, უნდა დარჩნენ აქ და ერთად უნდა ვიბრძოლოთ ევროპისთვის და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, - თქვა მანჯგალაძემ. 

"ქართული ოცნების" წევრები, რომლებმაც რუსული კანონს მხარი არ დაუჭირეს,  პოლიტიკური ვერდიქტის მოლოდინში არიან. პარტიის საგანგებო შეხვედრაზე, რომელიც გუშინ ლიკანში სასტუმრო "რიქსოში" გაიმართა, მმართველი გუნდის ლიდერებემა, სავარაუდოდ, საკადრო ცვლილებებზე ისაუბრეს. 

რუსული კანონის ჩაგდების მოთხოვნით აგორებული  სტუდენტური პროტესტის გამო, არ არის გამორიცხული, გაადაყენონ განათლების მინისტრიც.