ამორალურია, როდესაც ხალხს აფინანსებინებ ისეთ არარაობებს, როგორიც ზარქუაა - გრიგოლ გეგელია
მილიონების ზარქუას ფეხბურთელი სიძისთვის - "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია ხელისუფლების ქმედებებს ამორალურს უწოდებს. ოპოზიციის წევრის თქმით, "ოცნება" საკუთარი მოქალაქეებიის ჯიბიდან მილიონებს უხდის ისეთ არარაობებს, როგორიც ირაკლი ზარქუა და მმართველი პარტიის ზოგიერთი წევრია.
ეს არის სრულიად ამორალური და ენით აღუწერელი რამ, როდესაც ქართველ ხალხს საკუთარი გეოპოლიტიკური არჩევანის წინააღმდეგ აფინანსებინებ ისეთ არარაობებს, როგორებიც არიან ზარქუა და სხვა წარმომადგენლები "ქართული ოცნების", რომელთაც აქვთ პირდაპირი დავალება, რომ ამ ქვეყანში მოკლან ევროპულობის შანსი, დემოკრატიის შანსი და განვიტარების შანსი, - ამბობს გრიგოლ გეგელია.
"ქართული ოცნების" დეპუტატის ოჯახი სახელმწიფო ბიუჯეტისგან 32 მილიონ ნახევარ ლარს მიიღებს. საქართველოს ხელისუფლებას ირაკლი ზარქუას სიძისთვის სახელმწიფო დაკვეთების მიცემა პრაქტიკულად გადაწყვეტილი აქვს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, ირაკლი ზარქუას დის, ნინი ზარქუას ქმარი, ალექსანდრე ამისულაშვილი სამი უმსხვილესი ტენდერის ფინალშია.
ყოფილი ფეხბურთელი სამშენებლო კომპანია "ლაგი კაპიტალის"50 %-იან წილს ფლობს. დღემდე სამშენებლო კომპანია "ლაგი" საცხოვრებელ კორპუსებს აშენებდა და სახელმწიფო ტენდერებში არასდროს, არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. არ გააჩნია სკოლების და საბავშო ბაღების მშენებლობის ან რემონტის გამოცდილება.