მოგვიწევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა - ხაბეიშვილი "ოცნებას" აფრთხილებს

19.03.23 13:13
მოგვიწევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა - ხაბეიშვილი "ოცნებას" აფრთხილებს

ენმ-ს თავმჯდომარე "ქართულ ოცნებას"  მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გასცეს თანხმობა მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების დაშვებაზე. ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

იმ შემთხვეავში თუ ბრეგაძის უწყება უმოკლეს ვადაში აღნიშნულ თანხმობას არ გასცემს, ოპოზიციონერმა ლიდერმა  კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დააანონსა. 

ევროკავშირმა შექმნა ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია პოლონელი ექიმებით და ისინი ელოდებიან ოფიციალურ თანხმობას იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ და შესაბამისი დასკვნა დაიდოს. ამასობაში რატი ბრეგაძისგან გვესმის განცხადებები, რომ თურმე შეუძლია ჩამოვიდნენ და თურმე მზად არის, რომ თანხმობა გასცეს, თუმცა ამ სიტყვების იქით საქმე არ მიდის. 

მე კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ რუსულ ოცნებას და მოვუწოდებ, ახალ კვირაში, ხვალიდანვე უსწრაფესად მოხდეს ამ თანხმობის გაცემა. არა სიტყვიერი, არამედ დოკუმენტით, საბუთით. ისე, რომ პოლონელ ექიმებს შეეძლოთ ხვალვე ჩამოსვლა. ყველამ კარგად იცის, რომ ისინი მზად არიან მაშინვე ჩამოვიდნენ და შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენც მოგვიწევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.