ეროვნული შიზოფრენია უნდა დასრულდეს - გია ბუღაძე
მხატვარი გია ბუღაძე "ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ სკანდალურ რეპორტაჟს ეხმიანება, რომლითაც გაირკვა, რომ დიმიტრი ხუნდაძის სიძემ არალეგალური გზით თავი აშშ-ს შეაფარა.
ხელოვანი ამბობს, რომ ამ ინფორმაციის გასაჯაროვებით დაისმხვარ ის მითი, რომელსაც "ხალხის ძალა" დასავლეთთან მიმართებაში თხზავდა.
ამასთან, ბუღაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ეროვნული შიზოფრენია უნდა დასრულდეს.
მათთვის ასეთ პირობებში, ხუნდაძისთვის და მისი ქალიშვილისთვის ეს იქნებოდა ჩამოშლა იმ ყველაფრისა, რასაც ისინი აშენებენ. წარმოგიდგენიათ, ამბობს, რომ დასავლეთი პირდაპირ სატანისტურია და საშინებელებებს აკეთებს და უბედურებას, ომში გვითრევს და ამ დროს ადამიანის გარბის, მათი სიძე, ოჯახის წევრი... აბსოლუტურად დაემხოთ ის მითი, რომელსაც ისინი თხზავდნენ და გვტენიან ჩვეულებრივი ადამიანებს. ეს არის მთელი უბედურება ჩვენი ქვეყნისა და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავამტავროთ ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ ქვეყანა შეუძლებელია შიზოიდურ სიტუაციაში არსებობდეს. უნდა დასრულდეს ეს ეროვნული შიზოფრენია, გაორება გამოყოფა, დაშლა, - თქვა ბუღაძემ.