სტრასბურგში თქვეს, საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეს ჰგავსო - ალასანია სააკაშვილზე

19.03.23 13:34
სტრასბურგში თქვეს, საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეს ჰგავსო - ალასანია სააკაშვილზე

გიული ალასანია მესამე პრეზიდენტის უმძიმეს მდგომარეოაბზე საუბრობს და ამბობს, რომ ამაზე უარესი მხოლოდ სიკვდილი შეიძლება იყოს. 

ამაზე უარესი არის სიკვდილი. ვიღაცამ თქვა სტრასბურგში, საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეს ჰგავსო და ნამდვილად ეგრეა. როგორც კი წამოიწევა, არის ცარიელი ჩონჩხი, - თქვა დღეს ალასანიამ.

ამასთან, მესამე პრეზიდენტის დედა ამბობს, რომ ხელისუფლებას არ აქვს ნება, რომ სააკაშვილტან პოლონელი ექიმები დაუშვას. 

რა უნდა უშლიდეს ხელისუფლებას? მაგათ ხელშია, ხომ, რომ მისცენ ნებართვა. მითუმეტეს, 27 ქვეყანა მიმართავდა ამ თხოვნით, ვერ ჩამოდიან, ფაქტია, იმიტომ, რომ ის ხალხი გამზადებულია მთელი თავისი აღჭურვილობით, - თქვა ალასანიამ.