დაუწესდეს სანქციები სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელ პირებს - ბროუდერის მიმართვა EU-ს
მაგგნიცკის სიიის ავტორი ევროკავშირს მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესოს. ბილ ბრაუდერმა ამის შესახებ გამოცემა "პოლიტიკოსთან" ისაუბრა.
ბროუდერი მიიჩნევს, რომ საჭიროება სწრაფი მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი მოკვდება.
სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პირადი მტერია და მისი საქმე სწრაფად ხდება ბარომეტრი იმისა, სურს თუ არა მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას" ევროკავშირთან და აშშ-თან თანამშრომლობა. „ქართული ოცნების“ კრიტიკოსები ჩივიან, რომ იგი მიზანმიმართულად უშლის ხელს ქვეყნის მისწრაფებებს ევროკავშირისკენ, რათა თავიდან აიცილოს მოსკოვის განაწყენება.
ამჯერად საჭიროა უფრო სწრაფი მოქმედება, რადგან თუ არაფერი გაკეთდება, ის (სააკაშვილი) მოკვდება. ევროკავშირს აქვს მაგნიტსკის აქტის მიხედვით სანქცირებული ადამიანების ყველაზე ნაკლები რაოდენობა - მკაცრად ჩამორჩება სხვა დიდ ქვეყნებს... მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება სრული წარუმატებლობა მათი მხრიდან, რომ არ გააკეთონ ეს, არ გამოიყენონ ეს (სანქცირების]) ინსტრუმენტი, - ამბობს ბროუდერი., - ნათქვამია სტატიაში.